
თბილისში მოქალაქეს ქუჩიდან მანქანა გასტაცეს
07/10/2019 08:12:20 სხვა, სამართალი
თბილისში მოქალაქეს ქუჩიდან მანქანა გასტაცეს, – იუწყება "მთავარი არხი".
მისივე ცნობით, შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა მანქანა აფთიაქთან გააჩერა და წამლის შესაძენად შევიდა, თუმცა 5 წუთში უკან დაბრუნებულს მანქანა აღარ დახვდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.