Accentnews.ge
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

07/10/2019 05:18:45 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 7 ოქტომბრის 09:00 საათიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/1513

საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეშვიდე წელია ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გამოცდებს. კემბრიჯის გამოცდებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს.

კემბრიჯის გამოცდები ინგლისურ ენაში სრულ შესაბამისობაშია უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებთან და ის საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად.

კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა“. - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S