Accentnews.ge
120 წლის შემდეგ კახში, სოფ. ქოთოქლოს სამების ეკლესიაში წირვა-ლოცვა ჩატარდა

120 წლის შემდეგ კახში, სოფ. ქოთოქლოს სამების ეკლესიაში წირვა-ლოცვა ჩატარდა

06/10/2019 15:14:21 სხვა, საზოგადოება

6 ოქტომბერს,  პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.

"პირველი საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ზ. პატარაძემ, წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი" - აცხადებენ უწყებაში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S