Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ დეპუტატს მისივე თანაშემწე გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატს მისივე თანაშემწე გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

04/10/2019 17:11:29 სხვა, სამართალი

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს მისივე თანაშემწე  თ. თ. გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, – იუწყება „მთავარი არხი“.

მისივე ცნობით, ძალადობას ახალგაზრდა ქალზე ადასტურებს სახელმწიფო ექსპერტიზაც.

როგორც თ.თ. ჰყვება, მან ძალადობა ტელეფონით გადაიღო, თუმცა "დეპუტატმა მას ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და დაამტვრია". 

„მთავარი არხის“ ცნობით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ჯიშკარიანის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის სამი მუხლითაა აღძრული, თუმცა იგი ამ დრომდე არ დაკითხულა.

მაუწყებლის ცნობით, დეპუტატმა ჟურნალისტის ზარებს არ უპასუხა და შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა:

"სიბინძურეზე პასუხის გაცემა არ მინდა და ამ საქმეს სამართლებრივი გზით გავარკვევ". 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S