Accentnews.ge
გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

04/10/2019 14:06:49 სხვა, სამართალი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

გაბუნია უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე პროკურატურაში „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც დაიბარეს. იგი უწყებაში 5 ოქტომბერს 11:00 სთ–ზე უნდა გამოცხადდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S