
ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს
04/10/2019 13:10:27 სხვა, სამართალი
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს.
ის საგამოძიებო უწყებაში 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“, - აცხადებენ პროკურატურაში.