
საგარეჯოში მკვლელობა და თვითმკვლელობა მოხდა
04/10/2019 11:08:54 სხვა, სამართალი
საგარეჯოში მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა საგარეჯოს ცენტრში სანადირო თოფით 70 წლამდე კაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ისინი მომხდარს წარსულში მხარეებს შორის კონფლიქტს უკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.