Accentnews.ge
ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

03/10/2019 12:51:20 სხვა, სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და „ფორმულა ნიუსის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. 

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში 18:00 და 19:00 საათზე არიან დაბარებულები. მათი გამოკითხვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე იგეგმება.  აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S