
შსს – 8 თვეში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 314 ადამიანი ემსვერპლა
02/10/2019 12:12:54 სხვა, სამართალი
შსს–ს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და 5 212 დაშავდა.
დედაქალაქში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1820 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, 2182 დაშავდა.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
ცნობისთვის: 2018 წლის ამავე პერიოდში სულ მოხდა 4196 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 და დაშავდა 5989 ადამიანი.