
შსს–ში საკადრო ცვლილებაა
02/10/2019 10:47:57 სხვა, სამართალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა, – იუწყება "პირველი არხი".
გალდავა 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროს ნიკოლოზ დიასამიძეს, ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლებს.