
სასამართლომ ზვიად კუპრავა 1000 ლარით დააჯარიმა
02/10/2019 09:13:47 სხვა, სამართალი
სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო პროცესს.
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცებით, ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ, მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტს გულისხმობს, 9 თვით პატიმრობა მიესაჯა და პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.