Accentnews.ge
ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები მათი თხოვნის მიხედვით დამონტაჟდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები მათი თხოვნის მიხედვით დამონტაჟდება

02/10/2019 08:40:08 სხვა, საზოგადოება

კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. 

პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. დღეისათვის ელექტროდამტენები დამონტაჟებულია ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე; ავლაბარში, წინანდლის ქუჩაზე (300 არაგველის მეტროს მიმდებარედ); დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე, ვაკეში, თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე. 

მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ელექტომობილების პოპულარიზაციას. ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე. ეს თქვენთვის დამატებითი კომფორტი იქნება, ყველა ხარჯს კი მუნიციპალიტეტი გაწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 11 თებერვლიდან თბილისის მერიაში მოქმედებს ვებგვერდი chargers.tbilisi.Gov.ge, რომლის საშუალებით ელქტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ახლო დამტენების დამონტაჟება სთხოვონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S