
"თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
02/10/2019 08:21:36 სხვა, სამართალი
თბილისში, "თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე, სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ტერიტორიაზე ამ დროისთვის 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.