Accentnews.ge
თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს

თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს

02/10/2019 08:10:28 სხვა, საზოგადოება

თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ექვს ოჯახსაც მინდა მივულოცო. მათგან ოთხი ცხოვრობს საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი – ღოღობერიძის N47- ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12 კორპუსში. ამ პროექტს ჩვენ ვაგრძელებთ და დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ უნდა მიმართონ გამგეობებს და გამგეობები მზად არიან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S