
ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს
01/10/2019 18:00:30 სხვა, სამართალი
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ფეისბუკზე ავრცელებს.
"დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს.
გუმბარიძე, რომელიც კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 მივა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დღეს დაიწყო."
ზურაბ გუმბარიძე კომპანია "ინტერ მედიას" დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა. საქმე 2017 წელს "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის "ინტერ მედია პლიუსის" მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას ეხება. სწორედ ამ საქმესთან მიმართებაში იქნა ნახსნები ზურაბ გუმბარიძის სახელი და გვარიც.