Accentnews.ge
მსოფლიო პატრიარქი: “კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავს და სხეულის ნაწილებს იკვეთს, რომ ავტოკეფალური ეკლესიები დააარსოს”

მსოფლიო პატრიარქი: “კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავს და სხეულის ნაწილებს იკვეთს, რომ ავტოკეფალური ეკლესიები დააარსოს”

17/06/2022 17:32:42 საზოგადოება

სულთმოფენობის დღესასწაულზე, კონსტანტინოპოლში, სადაც მრავალწლიანი სქიზმის შემდეგ ოხრიდის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი აღდგა, მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა ოხრიდის მთავარეპისკოპოს სტეფანესთან ერთად.

მსახურების ბოლოს, პატრიარქმა, წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საფუძვლებით გაჯერებული სიტყვა წარმოსთქვა:

„ყოვლადსამღვდელო მთავარეპისკოპოსო ოხრიდისა, უფალო სტეფანე,

თქვენს პატივცემულ ძმებთან ერთად,

პატიოსანნო წარმომადგენლენო იერუსალიმის და კვიპროსის ეკლესიათა,

უწმინდესნო და ღვთივკურთხეულნო ძმანო მღვდელმთავარნო,

პატიოსანო ქალბატონო კონსულო,

შვილნო ქრისტეს მიერ საყვარელნო,

„უკეთუ არა თანა იყოს სული წმიდა, ვერღარა შედგებოდის ეკლესია, ხოლო უკეთუ შედგეს ეკლესია, საჩინო არს სულისა წმიდისა თანამყოფობაჲ“ [იოანე ოქროპირი, ქადაგება სულთმოფენობაზე].

ამ მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას ავრცელებს ეკლესია ოთხკიდოვან სამყაროში, რადგან უტყრუარი და სარწმუნოა სიტყვა უფლისა: „რომელმან დალიოს წყლისაგან, რომელსა მე მოგცემთ, იქმნას მას შინა წყაროჲ წყლისა გადამყვანებელისა ცხოვრებად საუკუნოდ. მდინარე ესე ახარებს ერთობლივ ყოველსა ქალაქსა ღვთისასა, ხოლო ქალაქი ეს არს ეკლესია, რომელთა მოქალაქეობა ცათა შინა. ეკლესია არს ქალაქი ყოველი ქმნილებისა, ზებუნებრივთა ძალთაგან ვიდრე კაცობრივთა სულთამდე, აღსავსე სიხარულითა მადლითა სულისა წმიდისა“. [ბასილი დიდი, 45ე ფსალმუნის განმარტება].

ეკლესია წარმოადგენს სული წმიდის საჩუქარს ადამიანებისთვის. ეკლესიის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ქრისტეს რწმენის დაფუძნება ადამიანებში. ეკლესიის გარეშე, რომელიც ქრისტეს წმიდა სხეულია, რწმენა არ იქნებოდა რეალობა, ცხოვრება, გამოცდილება, ღვაწლი, ბრძოლა, დაცემა, სინანული, იმედი, განწმედა, ჯვარი და აღდგომა ადამინებისა, არამედ – თეორია და იდეები, ხორცშესხმის გარეშე. ღმერთის აღთქმის განხორციელება არის ეკლესია. ეკლესია ნიშნავს უწყვეტ და მუდმივ სულთმოფენობას.

ეკლესიაში არ არსებოს გამოუვალი მდგომარეობები, ვინაიდან მიზანი ყველას ცხონებაა, ეკლესია პოულობს გზებს, რათა გადალახოს დაბრკოლებები და განკურნოს პრობლემები.

მზრუნველობითა და სიბრძნით აღვსილნი, ეკლესიის წმიდა მსოფლიო კრებებმა დანერგეს ნერგი ჭეშმარიტებისა და დააწესეს პირობები და კანონები, საღმრთო ვენახისათვის. წმინდა მამები, რომლებსა ღვთის სული ხელმძღვანელობდათ, რომლებიც აღსასრულის გზისკენ იხედებოდნენ, თუმცა ასევე კარგად იცნობნენ ადამიანური ბუნების სისუსტეებს, ამიტომ მათ დააწესეს საზღვრები უბიწო რწმენის დასაცავად.

წმიდა მამებმა დააკისრეს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს, გარეგნულად პატარა მხრებზე, იტვირთოს ჯვარი, რომელიც ითვალისწინებს წმიდა კანონიკის ზედამხედველობას აღმოსავლეთში მყოფ ქრისტეს სხეულზე, ანუ მსოფლიოს ეპისკოპოსების განსჯას, და დააწესეს გამონაკლისი, ერთის მხრივ უცხო და უცნაური, თუმცა, როგორც ეკლესიის პრაქტიკამ გვიჩვენა – წარჩინებული, ბრძნული და წმიდა, ეკლესიის სასაზღვრო სტრუქტურისათვის.

ამგვარი საზღვრების დადების გარეშე, საეკლესიო ცხოვრების მრავალმხრივობა ლაბირინთული იქნებოდა და ის პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ მომენტში თავს იჩენენ ხოლმე, უფრო მეტად აიხლართებოდა და გაიზრდებოდა.

არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, მოვიყვანოთ მაგალითები იმის დასამტიცებლად, თუ რამდენად ძვირფასია ეს მემკვიდრეობა, მთლიანი ეკლესიისათვის, ვინაიდან აღმოსავლეთში მყოფი ქრისტეს წმიდა ეკლესია, სწორედ მისი წყალობით მიუყვება სწორ გზას.

არ ვსაუბრობთ ადამიანური სიტრაბახით, არამედ უფალ ისეო ქრისტეს იარებს ვატარებთ და აღვიარებთ მადლსა, ვქადაგებთ წყალობასა, არა დავფარავთ ქველისმოქმედებასა, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ვალია.

დაე, დაფიქრდეს თითოეული ჩვენგანი, როგორი იქნებოდა ეკლესია, იმ მადლის გარეშე, რომელსაც აპელაციით ვღებულობთ. ვინც დღეს ყოველივე ზემოთხსენებულს ეწინააღმდეგება ან ეჭვით უყურებს, არიან ზუსტად ისინი, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ამ საეკლესიო განგებულებით მიიღეს რწმენა და თავიანთი ორგანიზებული არსებობა. ვწუხვართ, რომ იძულებულები ვხდებით, მათზე ვისაუბროთ, მაგრამ საჭიროება მოითხოვს, ჭეშმარიტება გამოაშკარავდეს. ქრისტეს დიდი ეკლესია კონსტანტინოპოლისა არის დედა, აღმზრდელი, მზრუნველი და მემკვიდრეობის გადამცემელი თითოეული თავისი შვილისა. არ იყენებს პასუხისმგებლობებს თავის წარმოსაჩენად და თავის დასაკმაყოფილებლად. ნაწილდება თვითონ, მსხვერპლად იწირება, თანამოღვაწეობს, დარდობს, ზედამხედველობს გულისხმისყოფით, შთააგონებს, ურჩევს, შეახსენებს, ლოცულობს და მონაწილეობს ადგილობრივ ეკლესიათა სასიხარულო და სამწუხარო მოვლებეში.

ისტორია ამტკიცებს ამას, დღევანდელი დღე ამოწმებს ამას. აღმოსავლეთის ყოვლადპატიოსანი და ხუცესი საპატრიარქო საყდრები არ იარსებებდნენ დღეს, ქრისტეს დიდი ეკლესიის ღვაწლისა და სისხლის დაღვრის გარეშე. ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი და პატარა, თუმცა გონივრულად და წმიდად დაფუძნებული კვიპროსის ეკლესია, არ იარსებებდნენ სხვადასხვა მსოფლიო პატრიარქების მზრუნველობის გარეშე. მათ შემოგვინახეს, ვითარცა გუგა თუალისა, სული წმიდის ეს წმიდა მემკვიდრეობა, რადგანი ისინი ყოველთვის მისი განმაახლებელი მადლისა და ძალისკენ იხედებოდნენ; და აი, მოვლენათა განვითარებამ დაამოწმა და დაამტკიცა მათი არჩევანი. თუმცა, სამწუხაროდ, დედა ეკლესიის კეთილშობილებასა და გულუბრყვილობას ღებულობენ უინტრესობად, უძლურებად ან უუნარობად ისინი, რომელთაც ჩვენი ქველისმოქმედებით უსარგებლიათ. ახლადშედგენილი და ახლადგაჩენილი ეკლესიები გრძნობენ, რომ ჭეშმარიტების არასწორი განმარტებით, უფრო სწორად – დამახინჯებით, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პრინციპები და პერსპექტივები ეკლესიაში; სურთ, მოიგონონ ახალი ეკლესიოლოგია.

ეკლესიის მიერ წარმოებული წმიდა კანონიკური გადმოცემა როცა საკუთარი ეგოისტური ინტერესებით განიმარტება და როცა არაა გათვალისწინებული ის, თუ როგორ შეერწყა ის ეკლესიის ცხოვრებას, მაშინ ხდება ამ კანონიკის დამახინჯებები, რომელსაც სქიზმამდეც კი მივყავართ. „არა თუ რწმენის მიმართ განსხვავებების გამო შეიქმნა სქიზმები, არამედ – აზრის დაყოფის გამო ადამიანური კამათისას“, იოანე ოქროპირის თანახმად. დღეს არსებობს ფარულად შემოპარული არასწორი განმარტება, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უაღრესად საფრთხის შემცველი და დამაზიანებელი, რომელიც თვლის, რომ თითოეული ავტოკეფალური საეკლესიო სქემა არის აბსოლიტური სისრულე, რომელსაც არ ესაჭიროება პატარა დახმარებაც კი და მიიჩნევს სული წმიდის მიერ თანაზიარებას, როგორც ფორმალურ და კონვენციურ ვალდებულებას, არსებითი მნშვნელობის და რეალიზების გარეშე.

ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიები, ნუ დაგვავიწყდება, რომ სათავეს იღებენ ძირითადად იძულებითი ეთნო-რაცისტული ატომსფეროსგან, რომელიც ნაყოფია ლიბერალიზმის, განმანათლებლობის უარყოფითი მხარის და დოგმატური, სამწუხაროდ, პრინციპის „ეთნოსი-სახელმწიფო, სახელმწიფო-ეკლესია“.

სახელმწიფო-წესური და სახელმწიფო-კვებადი ეკლესიები განწირულები არიან გასახრწნელად და გასაუჩინარებლად, წარმავალ სისტემებთან ერთად თანაფორმირებასა და ამქვეყნიურ სულისკვეთებას თუ არ მიატოვებენ. ავტოკეფალური ეკლესიების ვალია, ემსახურონ მორწმუნეთა ცხონებას და ემსახურონ რწმენის ერთობას, შინაგანი მხურვალებითა და აფანცქალებული გულით, საქმით და არა სიტყვით. მართლმადიდებელთა ერთობა არ წარმოადგენს უმრავლესობის პრინციპი, არამედ ჭეშმარიტების სიჭარბე რწმენასა და საქმეში.

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი არა მხოლოდ ერთ გზის ათავისუფლებს, არამედ უცვლელი კანონიკური ვალდებულების თანახმად, ზედამხედველობს კეთილად დგომას წმიდათა ღვთისა ეკლესიათა. კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხუცეს პატრიარქებთან ურყევმა თანაზიარებამ და მათთან ერთად დიდი ეკლესიის შეუფერხებელმა საერთო სვლამ, მოგვცა ერთობაში გამოხატვის შესაძლებლობა, ე.წ. ევტოკეფალური ეკლესიების პრინციპებისა და წინაპირობების შესადგენად და დასაფუძნებლად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S