
თბილისში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის ახალი დეტალები
01/10/2019 08:12:30 სხვა, სამართალი
თბილისში ბაქოს ქუჩაზე ნომერ 1–ში მდებარე ერთ–ერთ კორპუსში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, 35 წლის ქალს, რომელიც ინციდენტის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა, დაზიანებები სხვადასხვა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, შემდეგ კი იგი ცხელი უთოთი აწამეს.
ტელეარხის ცნობით, მძარცველები სახლში გუშინ დღის დაახლოებით 2 საათზე ნიღბებით და ბახილებით შეიჭრნენ. დაზიანებების მიყენების შემდეგ ქალს დაემუქრნენ, თუ სასწრაფოს ან პოლიციას გამოიძახებდა მის შვილს მოკლავდნენ.
ნატა ფუტკარაია ამ დრომდე ალადაშვილის კნილინკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების განცხადებით, დაშავებულს ქალა– ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სხეულის ზედაპირული ტრავმები, გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179 მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებული ჯერ–ჯერობით არავინ არ არის.