
გასული წლის მსგავსად, 2020 წელსაც ბიუჯეტიდან მოქალაქეების სასულიერო განათლებაში 23 მლნ დაიხარჯება
01/10/2019 04:50:09 სხვა, საზოგადოება
გასული წლის მსგავსად, 2020 წელსაც ბიუჯეტიდან მოქალაქეების სასულიერო განათლებაში 23 მლნ დაიხარჯება.
კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსება ასე გადანაწილდა: სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი — 14 738 000 ლარი; ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 645 000 ლარი; ააიპ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი — 1 768 000 ლარი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 870 000 ლარი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — 1 945 000 ლარი; საქართველოს საპატრიარქოს ააიპ ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტი — 1 505 000 ლარი; ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი — 500 000 ლარი; ააიპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსარებელი ცენტრი — 653 000 ლარი.