Accentnews.ge
მამა–შვილის გადარჩენის ამბავი

მამა–შვილის გადარჩენის ამბავი

09/06/2022 09:09:55 საზოგადოება

ვლადისლავ და ვიტალი კუზნეჩიკები, რომლებიც მინსკში შვედეთის საელჩოში ემალებოდნენ რეპრესიებს, ბელარუსიდან გაიქცნენ,– იტყობინება გამოცემა "Зеркало".

ბელარუსში ორივე მამაკაცს ძალოვანებზე ძალადობას ედავებიან და მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამა–შვილი 2020 წლის შემოდგომაზე არჩევნების გაყალბების გამო გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომელიც ძალოვანებმა ძალის გამოყენებით ჩაახშეს. 11 სექტემბერს, ერთ–ერთი აქციის დროს ძალოვანები თავს დაესხნენ 47 წლის ვიტალი კუზნეჩიკს, ის მიწაზე დააგდეს, ცემა დაუწყეს, თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხეს.

შვილმა – 29 წლის ვლადისლავმა მისი დაცვა სცადა: ის მამის გადასარჩენად გაიქცა, უშიშროების ძალებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთო, მათი განზე გაწევა მოახერხა, რის შემდეგაც ორივემ გაქცევა შეძლო.

ამის შემდეგ მათ შვდეთის საელჩოს მიმართეს, როგორც ჰუმანურ ქვეყანას, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ადამიანის უფლებების კუთხით ბელარუსში არსებული განუკითხაობა. ვიტალიმ და ვლადისლავ კუზნეჩიკებმა საელჩოს ჭიშკარზე ზარი დარეკეს, დიპლომატიურ წარმომადგენლობას აუხსნეს, რომ მათ პოლიცია ეძებდა და რომ მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ვინაიდან ბელარუსში „ადამიანები ქრებოდნენ, შემდეგ კი მათ თავგატეხილებს პოულობდნენ“, თუმცა საელჩოს წარმომადგენლებმა ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ მამა–შვილი ღობეზე გადაძვრა და საელჩოს ტერიტორიაზე, კიბის ქვეშ მოთავსდნენ. თავდაპირველად საელჩოს წარმომადგენლები მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ, შემდეგ საკვები მიუტანეს და შენობაში შეუშვეს, თუმცა განუმარტეს, რომ ისინი საელჩოში ხანგრძლივი დროით ვერ დარჩებოდნენ. პარალელურად, იურისტებმა, რომლებიც მამა–შვილის ბედით დაინტერესდნენ, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართეს ზომების მიღების თხოვნით და დაახლოებით ერთ კვირაში კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საელჩოს ფაქტობრივად აეკრძალა დევნის ობიექტების ბელარუსისთვის გადაცემა, დასაბუთდა რა რომ თავისუფლების აღკვეთის ობიექტებში პატიმრები ექვემდებარებოდნენ წამებას ან წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას.

ვლადისლავ კუზნეჩიკი საელჩოს ტერიტორიაზე

მამა–შვილმა შვედეთის საელჩოში 1 წელი და 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონის გამოყენება შეეძლოთ, აკრძალული ჰქონდათ ტელევიზორით სარგებლობა.

„უსაფრთხოდ ვიყავით, მაგრამ ამას თავისუფლებას ვერ ვუწოდებ. ფაქტობრივად, ეს იყო ტყვეობა, მაგრამ უკეთესი პირობებით, ვიდრე ჩვენი პოლიტპატიმრები იმყოფებიან ბელარუსის საპატიმროებში. არ გვეგონა, თუ დიდი ხნით დავრჩებოდით საელჩოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურად გვეკითხებოდნენ, ხომ არ გადავიფიქრეთ და ხომ არ გავიდოდით გარეთ. არ გვეგონა, რომ რეჟიმი ამდენ ხანს გაძლებდა. ვფიქრობდით, რომ ზამთარში ჩამოემხობოდა, ჩატარდებოდა ახალი არჩევნები და ჩვენც დავრჩებოდით სამშობლოში, ჩვენს ოჯახთან“,– ყვება მამა.

მამა–შვილი ლატვიაში

როგორც მამა–შვილმა გამოცემა "Зеркало"–ს უამბო, გაქცევის გეგმა ხმამაღლა არ განუხილავთ, შიშობდნენ რა რომ შენობაში მოსმენა ხორციელდებოდა. მათ საელჩოს თანამშრომლებს სთხოვეს, რომ მეზობელ ქალაქში გადაეყვანათ გამოკვლევაზე (მამას სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და ყოველ ექვს თვეში საჭიროებდა კვლევას).

„მთავარი სირთულე, რომელიც საელჩოს შენობიდან გასვლისას უნდა გადალახულიყო, იყო ის, რომ სათვალთვალო კამერების ზონაში არ მოხვედრილიყვნენ. უშიშროების ძალებმა კამერები საელჩოს მიმდებარედ არსებულ შენობებზე განათავსეს, რათა მუდმვად ედევნებინათ თვალი მამა–შვილისთვის. ამასთან, შვდეთის საელჩო არც თუ შორს არის განთავსებული ბელარუსის უშიშროების სამსახურის შენობიდან“, – წერს გამოცემა.

მიუხედავად ამისა, მამა–შვილმა შენობიდან გამოსვლა და ლატვიის საელჩომდე მისვლა შეძლო. ისინი უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებენ ზუსტ მარშრუტს. უკვე საზღვარი მათ ღამით გადაკვეთეს – ტყის გავლით გადაადგილდებოდნენ.

„არ დავკარგულვართ, რადგან თან გვქონდა კომპანი და ტელეფონი, რომელშიც ნავიგატორი ჩავტვირთეთ“,– განმარტავს ვადისლავი, და დასძენს, “ლატვიის მხარეზე არ გავჩერებულვართ, ცოტა მანძილი გავიარეთ. შემდეგ მივედით დიდ სოფელში და უკვე იქ შევხვდით მესაზღვრეებს. ვაჩვენეთ ჩვენი პასპორტები, ავუხსენით, რომ ბელარუსები ვიყავით და რომ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვდით. იცით, ჩვენდამი დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო, გასაოცარიც კი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S