
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო – არიან დაშავებულები
30/09/2019 11:02:28 სხვა, სამართალი
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ–ერთი მშენებარე კორპუსის ეზოში მოხდა.
მომხდარის შედეგად ორი პირი დაშავდა. ერთი თავის არეშია დაჭრილი, მეორე – ქვედა კიდურის. ერთ–ერთი დაჭრილი პოლიციამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მეორე დაშავებული კი – სასწრაფო დახმარების ბრიგადამ.
დაპირისპირების მოტივი უცნობია.