
"მსოფლიო რაგბი“ თბილისს საქართველო-ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე რუსული სიმღერების გაჟღერებისთვის ბოდიშს უხდის
30/09/2019 09:45:48 სხვა, საზოგადოება
"მსოფლიო რაგბი“ თბილისს საქართველო-ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე რუსული სიმღერების გაჟღერებისთვის ბოდიშს უხდის.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, საქართველოს მიერ ურუგვაისთვის ლელოების დადებისას სტადიონზე ვალერი მელაძის სიმღერის ფრაგმენტი ჟღერდა. ამის გამო, მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ქართველმა მორაგბე ჯაბა ბრეგვაძემ სთხოვა ორგანიზატორებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაეშვათ. მას ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც მიბაძა.
„ისინი რუსულ სიმღერას უკრავდნენ მატჩის შემდეგ. ქართველი მღეროდა, მაგრამ ეს რუსული სიმღერა იყო. გვსურს გითხრათ, რომ საქათველო რუსეთი არ არის. ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“, – განაცხადა ჰეიგმა.
„მსოფლიო რაგბის“ პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს ამ შეცდომის გამო:
„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“