
4 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
04/10/2019 04:07:36 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ოქტომბრამდე საქართველოს მასშტაბით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.