Accentnews.ge
კრემლი – ლუკაშენკოს ინიციატივაზე:"მინსკის შეთანხმებების ტექსტი მსგავს პუნქტს არ ითვალისწინებს"

კრემლი – ლუკაშენკოს ინიციატივაზე:"მინსკის შეთანხმებების ტექსტი მსგავს პუნქტს არ ითვალისწინებს"

26/09/2019 09:46:22 სხვა, მსოფლიო

კრემლი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ დონბასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მინსკის შეთანხმებების ტექსტი მსგავს პუნქტს არ ითვალისწინებს".

„უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ამ წინადადებებისადმი კონფლიქტის მონაწილეთა დამოკიდებულება. კონფლიქტის მონაწილეებს კი ამ შემთხვევაში ერთის მხრივ კიევი, მეორეს მხრივ, კი დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები წარმოადგენენ და ჩვენ მათი დამოკიდებულება ჯერ– ჯერობით არ ვიცით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნმა დიმიტრი პესკოვმა. 

ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა, დონბასში ჯარების გასაგზავნად და უკრაინა–რუსეთის საზღვრის ნაწილის ჩასაკეტად.  

„თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ჩავკეტოთ უკრაინა-რუსეთის საზღვრის 400– კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ამჟამად უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ჩვენ ჩავკეტავთ ამ საზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დიდი პრობლემაა ამ კონფლიქტში ჩართვა, ჩვენ მზად ვართ იქ მშვიდობისმყოფელების, მესაზღვრეებისა და ჯარის შესაყვანად, საზღვრის ამ მონაკვეთის ჩასაკეტად, მაგრამ თუ ორივე მხარე თანახმა იქნება“, – განაცხადა ლიკაშენკომ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთიანი და ურღვევი უკრაინის" პრინციპს უჭერს მხარს და თვლის, რომ დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა გადასვლა კონკრეტულ ქმედებებზე, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში რეგიონში ვითარება სერიოზულად შეიცვალა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადგილზე რომ იყოს, იგი ომის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებდა და არაერთხელ გაუკრიტიკებია ექს–პრეზიდენტი პოროშენკო კონფლიქტის გადაჭრის არსურვილში.

მეტიც, ლუკაშენკოს შეფასებით, „დაინტერესებულმა პირებმა დონბასში არსებული ვითარება მოსკოვზე ზეწოლისთვის გამოიყენეს“:

„ჩვენ ყოველთვის ვშიშოდბით, რომ ნატო მოვიდოდა. რუს და სხვა პოლიტიკოსებთან საუბრისას ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ამით ნატო–სა და ამერიკას საჩუქარი გავუკეთეთ. სადღეისოდ ისინი უკრიანაზე, რბილად რომ ვთქვათ, ბევრად მეტ ზეგავლენას ახდენენ, ვიდრე რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები ერთად აღებული“.

მიუხედავად ამისა, როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, მინსკი არ აპირებს, ვინმეს თავი მშვიდობისმყოფელად ძალით მოახვიოს და მზადაა, კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთოს, თუ მას შესაბამისი თხოვნით მიმართავენ.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S