
ახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
26/09/2019 06:49:13 სხვა, სამართალი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ცხედარი სოფლის სასაფლაოზე მწყემსმა აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
შსს–მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.