
კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
25/09/2019 13:18:18 სხვა, საზოგადოება
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა.
ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა აიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი - 63.
ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს.
კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა ურუშაძე გადადგა.