Accentnews.ge
"კურიერი" ეთერში ნათია ლაზაშვილთან ერთად გავა

"კურიერი" ეთერში ნათია ლაზაშვილთან ერთად გავა

25/09/2019 10:02:10 სხვა, საზოგადოება

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში განაცხადა.

"კურიერი" ეთერში 25 სექტემბრიდან გავა. 

„ნათია ლაზაშვილი არის და იყო „რუსთავი 2“-ის სახე. ნათია ლაზაშვილი ამ არხიდან არ წასულა იმიტომ, რომ მას აღარ უნდოდა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მას აღარ ჰქონდა სურვილი ემუშავა იმ სარედაქციო კლიმატში, როდესაც საიდანღაც მოდიოდა მესიჯები და ეს მესიჯები უნდა შესრულებულიყო“,- განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

ნათია ლაზაშვილი 2013 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი იყო. 1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ მიჰყავდა, მან „რუსთავი 2“ 2006 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს არხის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე. 2012 წელს წელს ნათია ლაზაშვილს ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, საიდანაც 8 თვის თავზე ასევე პროტესტის ნიშნად წამოვიდა. ნათია ლაზაშვილი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2007 წელს დაფუძნებულია პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი, 2008 წელს პარტია დამფუძნებელთა დიდმა ნაწილმა დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S