Accentnews.ge
რომელ ასაკში ქორწინდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად

რომელ ასაკში ქორწინდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად

25/09/2019 09:06:22 სხვა, საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 23 202 იყო, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. 2017 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 23 684 იყო, 2016-ში - 25 101. 

საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა (32%). 

აღსანიშნავია, რომ ქორწინების რიცხვის შემცირების პარალელურად, პირველი ქორწინების ასაკი ბოლო წლებში იზრდება. 2016 წელს ქალისთვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 27.2 წელი იყო, კაცების კი 30.1; 2017-ში ქალისთვის 27.4, კაცისთვის – 30.2 წელი. 10 წლის წინ, 2008 წლის მონაცემებით, ქალების პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 25 წელი, მამაკაცებისთვის კი 28.8 წელი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S