Accentnews.ge
20 ივნისს დაკავებულების მოსამართლეს გიორგი გახარიას ჩვენება არ აინტერესებს

20 ივნისს დაკავებულების მოსამართლეს გიორგი გახარიას ჩვენება არ აინტერესებს

24/09/2019 12:10:20 სხვა, სამართალი

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა, რომ საქმის არსებით განხილვაზე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია და სხვა თანამდებობის პირები დაიკითხონ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზიდან შეძახილები - "სირცხვილია" მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა, რომ თუ თავს ვერ იკავებდნენ, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ. 

„თქვენ მოსამართლე არ ხართ, თქვენ უბრალოდ მანტიამოსხმული ადამიანი ხართ, რომელიც ასრულებს დაკვეთებს. თქვენ ადამიანური ღირსება არ გაგაჩნიათ. თქვენ ახლა შეგიძლიათ გამაძევოთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ სწორი ვარ!“ - მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს.

20-21 ივნისის საქმეზე სულ 18 პირი დააკავეს, მათგან პატიმრობაში 15 რჩება. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 3 პირს: სოსო ბაჯელიძეს, ვატო გელაშვილსა და ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S