Accentnews.ge
ეკონომიკის სამინისტრო მეშახტეებთან დაკავშირებით "საქნახშირს" მიმართავს

ეკონომიკის სამინისტრო მეშახტეებთან დაკავშირებით "საქნახშირს" მიმართავს

24/09/2019 10:19:14 სხვა, ეკონომიკა, საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტრო მეშახტეების პროტესტს ეხმიანება და მოუწოდებს „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, "დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება".

"კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.

კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და  დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.

ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეშახტეების აქცია დღეს დილიდან დაიწყო. ისინი „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S