
ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
24/09/2019 07:41:08 სხვა, საზოგადოება, რეკლამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ,,აქცენტს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტორდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი შეხვდა და დეტალურად ესაუბრა ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
„შეხვედრაზე მოსწავლეები გამოცხადებული კონკურსის პირობებს გაეცნენ, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და ვიდეოგრაფიკოსებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.