
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა
23/09/2019 19:39:36 სხვა, საზოგადოება
10 სექტემბერს "ეფლმა" თავის ახალ აიფონებთან ერთად, საზოგადოებას მობილური ოპერაციული სისტემის, iOS-ის განახლებული ვერსია წარუდგინა.
ამ ვერსიაშია ინტეგრირებული ქართული კლავიატურა, რომელიც ქართველმა დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ შექმნა.
"IOS 13-ში ახალი ქართული კლავიატურის დანახვით სიამაყით ვივსები, რადგან ის ჩემი დიზაინით არის შექმნილი ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია Monotype-ში", — წერს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აკაკი რაზმაძე.