
ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადავარდა
23/09/2019 17:58:53 სხვა, სამართალი
თბილისში 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელბს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.