Accentnews.ge
შეწყალების სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები

შეწყალების სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები

23/09/2019 15:27:35 სხვა, სამართალი

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებთ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ მიზანს ემსახურება. ამასთან, მწარიაშვილისვე შეფასებით, შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყება „თავმოყვარე პროკურორის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის: 


„პროკურატურის ინიციატივები არასოდეს არ მგონია დამოუკიდებელი და გულწრფელი. მათ მიმართულებებს ჰკარნახბენ და იმის მიხედვთ მოქმედებენ. ეს საქმეც [შეწყალების] ამ კატეგორიის მგონია - ეს თავმოყვარე პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის. იუსტიციის მინისტრის განცხადებებიც ასევე ემსახურება რაღაცას: ის ყოველ დღე აკეთებს განცხადებას, უფრო მეტი და მეტი სიმწვავე შემოაქვს  და ფაქტობრივად, პრეზიდენტის მამხილებელ ჩვენებებს იძლევა გამოძიებისთვის“

რაც შეეხება შეწყალების საქმეში სავარაუდო კორუფციას, მწარიაშვილის თქმით, ეს ივარაუდება ყველგან, სადაც პასუხები არ არის:  

„კორუფცია შესაძლოა, ყოველთვის ვივარაუდოთ იქ, სადაც პასუხები სართოდ არ არის, ან არადამაჯერებელია. ქვეყანაში უმაღლესი თანამდებბის პირი პასუხს ვერ იძლევა, რატომ შეიწყალა კონკრეტული პირები, მან დაითხოვა შეწყალების კომისია; არ იხელმძღვანელა ნორმატიული აქტით; არ აქვს დასაბუთება და საერთოდ საიდან მოვიდა ეს სია-  ამ კიხვებზე პასუხები პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს“. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულ პირთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი აღმოჩნდა, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრისგან გახდა ცნობილი, შეწყალებულია ძებნილი პირი და ასევე ყაჩაღობისთვის, ქურდობისთვის და ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულები, მათ შორის ნარკორეალიზატორები. თეა წულუკიანისვე თქმით, პრეზიდენტს კონსულტაციები იუსტიციისა და შს სამინისტროებთან არ გაუვლია. გასულ კვირას ფაქტზე „ევროპული საქართველოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო

გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 19 სექტემბერს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა.

„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

თავად გაბუნია ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და თითს სხვისკენ იშვერს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S