
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა - ახალი დეტალები
23/09/2019 11:11:33 სხვა, სამართალი
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა.
შსს–ს ინფორმაციით, გარდაცვლილია 48 წლის ქალი, ხოლო მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში მიყენებული დაზიანებითაა გადაყვანილი.
ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. მათივე თქმით, მკვლელობა ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი შვილის სანახავად იყო მისული. ოჯახის ახლობლები მკვლელობის მოტივს ვერ აკონკრეტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.