Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ"

"ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ"

23/09/2019 10:23:34 სხვა, სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ. 

„მე არ ვიცი და ვერ გვეცოდინება წინასწარ, პარლამენტი ვის შეარჩევს. პარლამენტი არ შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვინც არ იქნება თუნდაც მოსმენის დროს მოწოდების სიმაღლეზე და არ იქნება საზოგადოების მხრიდან ნდობის ღირსი. ამიტომაც ერთადერთი, რისკენაც შემიძლია, ყველას მოგიწოდოთ, არის, რომ დავაკვირდეთ ამ მოსმენებს, მოსმენებისას გამოთქმულ მოსაზრებებს მოვუსმინოთ, გავაანალიზოთ ისინი. თუკი არის მაღალი ინტერესი პარლამენტის სხდომების მიმართ, მათ შორის საკომიტეტო ღიაა და საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, მივიდეს, დაესწროს ამ მოსმენებს და თავადაც დაუსვას შეკითხვები კანდიდატებს. ვფიქრობ, ეს არის ღიაობის უპრეცედენტო შემთხვევა და ასევე, იმედს გამოვთქვამ, პარლამენტი იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S