
ძლიერი ქარი თბილისში - დაზიანებულია ავტომობილები და ელექტრო განათების ბოძი
21/09/2019 08:58:59 სხვა, საზოგადოება
თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად, ვარკეთილში სამი ავტომობილი და ელექტრო განათების ბოძი დაზიანდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 4 გამოძახება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მოხდა რეაგირება.
თბილისის გარდა, ქარით გამოწვეულ დაზიანებებთან დაკავშირებით შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა.