
რუსთაველიდან ივანიშვილს წითელი ბარათი უჩვენეს და გენერალური გეგმა წარადგინეს
20/09/2019 17:52:17 სხვა, საზოგადოება
ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილია" რუსთაველის გამზირზე აქციებს წყვეტს და რეგიონებში გადის. ორგანიზატორებმა წარადგინეს გენერალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორები და აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იმოქმედებენ, ბიძინა ივანიშვილს კი წითელი ბარათი უჩვენეს.
"ჩვენი მიზანია, მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა. სამოქალაქო მოძრაობა ვერთიანდებით ცივილიზებული სმყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს. ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატოვი მომავალია, ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის საქართველოა უალტრნატოვო.
ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ხალხის ისტორიული მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები და საბოლოო გამარჯვებისთვის შემდეგს გავაკეთებთ:
გავაძლიერებთ მობილურ აქტივისტთა ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემენ ივანიშვილის მსახურებს;იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს; შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ; შევქმნით ახალ მედიაპლადფომებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას; შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს; ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისთვის, რომ 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.