
წვიმა ელჭექით, ტემპერატურის დაკლება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
20/09/2019 10:14:50 სხვა, საზოგადოება
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.
სინოპტიკოსები დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარს ვარაუდობენ, მათივე ინფორმაციით, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.