
სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები
19/09/2019 14:01:13 სხვა, სამართალი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანაში პაციენტ იმყოფებოდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს.