
ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე კოლბა აფეთქდა – დაშავებულია 5 მოსწავლე
19/09/2019 13:01:49 სხვა, სამართალი
ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში ინოვაციებისა და მეცნიერებათა ფესტივალზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ქიმიური ცდის დროს კოლბა აფეთქდა, – იუწყება მეგა TV.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შედეგად 5 მოსწავლე დაშავდა. მოსწავლეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.