
თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
19/09/2019 12:04:03 სხვა, სამართალი
თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ქუჩაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ჩვილი კალათით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნახეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. შსს–ს ცნობით, ამ დროისათვის ჩვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.