
ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად აშშ-ს მთავრობამ საქართველოს $700 000 გადასცა
18/09/2019 15:38:27 სხვა, საზოგადოება
ამერიკის მთავრობა თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 ათასი დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება. მათივე ცნობით, ცენტრი იქნება სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის.