
იტალიაში, აეროპორტში მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
17/09/2019 22:49:07 სხვა, სამართალი
საქართველოს 41 წლის მოქალაქე იტალიის ქალაქ ბოლონიის აეროპორტში დააკავეს, რომელსაც ბრალად მკვლელობა ედება. ამის შესახებ ilrestodelcarlino.it იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკავებულზე, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც თ.ბ. რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. მას დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.