Accentnews.ge
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა

მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა

17/09/2019 17:13:43 სხვა, სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა, – იუწყება „მთავარი არხი“.

მისივე ცნობით, აღნიშნული პირი ზურაბ ნადირაძეა, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ითხოვდა. დაუსწრებლად მისჯილი 15 წლიდან ზურაბ ნადირაძემ გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი წელი გაატარა. 

„1994 წელს ზურაბ ნადირაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდებთან, მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოკლა ერთ–ერთი ახალგაზრდა იოსებ ქოიავა, სამი კი დაჭრა“, –იუწყება „მთავარი არხი“. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ამასთან, შეწყალებულთა სიაშია დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. პრეზიდენტი ამ დრომდე არ განმარტავს, რატომ შეიწყალა მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S