Accentnews.ge
ადვოკატი:  20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას გეგმავს

ადვოკატი: 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას გეგმავს

17/09/2019 12:16:56 სხვა, სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას გეგმავს და ქმედება სასჯელზეც იქონიებს გავლენას. ამის შესახებ ადვოკატმა ზაზა არჩვაძემ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

„ბრალდებულმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ. თუ ზიანი ანაზღაურებულია, ეს სასჯელზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პოკურორი ამბობს, რომ „თუ ბრალდებული რეალურად აუნაზღაურებს ზიანს, ამის შემდეგ დაიწყება ყველა სახის შემსუბუქებაზე საუბარი“.

გამოძიება გიორგი ესიაშვილს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ის ივლისში დააკავეს და მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის: დღეს ასევე გაიმართა 20–21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესი. სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S