
კვლევა: რა ხელფასზეა თანახმა სამუშაოს მაძიებელთა უმრავლესობა
17/09/2019 08:16:23 სხვა, საზოგადოება
NDI-ს კვლევის თანახმად, სამუშაოს მაძიებლების უმრავლესობა 719-ლარიან ხელფასზე თანახმაა.საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, მათი განათლებისა და უნარების გათვალისწინებით, რა არის მინიმალური ხელფასი, რომლის სანაცვლოდაც მუშაობას დათანხმდებოდნენ. აქ იგულისხმებიან ის ადამიანები, 61% - ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის. მათი უმრავლესობისთვის 720 -ლარიანი ხელფასი მისაღებია. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ მიუთითებს, რომ საქსტატის მიხედვით 2018 წლის საშუალო თვიური ხელფასი 1124 ლარი იყო.
ამ მიმართულებით ასაკობრივ და სქესობრივ ჭრილში განსხვავებული მაჩვენებლებია.