კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
17/09/2019 06:21:33 სხვა, საზოგადოება
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
დღეს NDI-მ საზოგადოების განწყობის მორიგი კვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.
გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2132 ადამიანი.საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.