
საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს (ვიდეო)
16/09/2019 07:20:57 სხვა, საზოგადოება
საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს.
სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა, რომელთა მამებიც ქვეყნიდან შორს, სამშვიდობო მისიებში იმყოფებიან, საქართველოს მასშტბით სხვადასხვა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ცნობისთვის: დღეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.