
17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
17/09/2019 04:21:13 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. კერძოდ, 17 სექტემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ზოგან წვიმა. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში, ბარში 16–24 გრადუსს პროგნოზირებენ, აღმოსავლეთ საქართველოში – 15–25 გრადუსს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში სინოპტიკოსები ნალექს ელიან, ტემპერატურა კი 9–19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში კი 7–15 გადუსი.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები 25 გრადუსს ტემპერატურას პროგნოზირებენ. საღამოს საათებში შესაძლოა, მოწვიმოს.