
დმანისში სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს
13/09/2019 10:48:20 სხვა, სამართალი
დმანისის სოფელ გორაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე, 65 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.